4 ნოემბერს ჩვენი
კლუბის წევრებმა ქალაქ ბათუმში არსებული ორი მუზეუმი მოინახულეს. შემეცნებითი გასვლითი
ტურის ფარგლებში ქალაქ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ.
ექსკურსია ხელს
უწყობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაახლოებას. იგი აღვივებს ინტერესს სხვადასხვა
საკითხის მიმართ და ზრდის სწავლის მოტივაციას. ექსკურსიას საილუსტრაციო ფუნქცია აქვს.
ექსკურსიაზე ნანახი და მოსმენილი უკეთ ამახსოვრდებათ მოსწავლეებს.
·
სწავლების თვალსაჩინო მეთოდი- მოსწავლე რეალურ ვითარებაში
აკვირდება და სწავლობს გარემოს.
·
ზრდის მოტივაციას.
·
ხელს უწყობს კლასის შეკავშირებას.
მოსწავლეებს სოციალური
და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევები უვითარდება.
ისტორიული დისციპლინების
დამუშავების შემდეგ გადავწყვიტე სასწავლო ექსკურსიის მოწყობა. ბათუმის არქეოლოგიური
მუზეუმი მნიშვნელოვანი სამეცინიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია. მუზეუმის
საექსოპოზიციო დარბაზებში გამოფენილია ქვის, ბრინჯაოს, რკინის, ანტიკური, ელინისტური,
რომაული, ბიზანტიური და შუა საუკუნეების ხანის არტეფაქტები, რომლებიც ძირითადად საქართველოს
სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის აღმოჩენილი.
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მუზეუმი 1908 წლიდან ფუნქციონირებს და 180 ათასი ექსპონატის მქონეა: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები.
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მუზეუმი 1908 წლიდან ფუნქციონირებს და 180 ათასი ექსპონატის მქონეა: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები.











კარგი იდეაა! მსგავსი ექსკურსიები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციის დონეს და აქტიურ ჩართულობას კლუბის სამუშაო პროცესში.
ОтветитьУдалить