ისტორიის კლუბი
,,გეორგია“ აგრძელებს მუშაობას.
2018 წლის 24
მაისს ჩატარდა პროექტი ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში, მიძღვნილი
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლის იუბილისადმი.
პრეზენტაციისას
გამოყენებული იქნა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საინტერესო, უნიკალური ფოტოები
და მათ ხელთ არსებული თემატური, ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული მასალები.
განსაკუთრებული
ყურადღება დაეთმო საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ჩამოყალიბებას, საშინაო პოლიტიკას,ეროვნულ პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას,კულტურას,
პირველი კონსტიტუციის მიღებას,იუნკერთა გმირობას და წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და ანექსიას.
25 მაისს ჩატარდა
ხელვაჩაურის რესურსცენტრის მოსწავლეთა მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით: ,,საქართველოს
ისტორიის სისხლიანი ფურცელი(9 მარტი, 9 აპრილი)“. მონაწილეობა მიიღეს კლუბის წევრებმა, ნატალი ხარაზიშვილმა და რეზო ჯაფარიძემ. გადაეცათ სერტიფიკატები.











ასეთი ღონისძიებების მეშვეობით გაცილებით უკეთ სწავლობენ ახალგაზრდები კონკრეტულ თემებს და შემდეგ ნაკლებად ივიწყებენ როგორც ფაქტობრივ ინფორმაციას, ისე იმ ანალიზსაც, რომელსაც პროცესის დროს აკეთებენ.
ОтветитьУдалить