ზოგადი დებულებები:
1.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენის #1 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბი ,,გეორგია“ დაფუძნებულია ფერიდე ოქრაძის მიერ.
1.2.
კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
1.3.კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი.
1.4.კლუბის იურიდიული მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის #1 საჯარო სკოლა
2. კლუბის
მიზნები და ამოცანები:
2.1ისტორიის ცოდნის დონის გაღრმავების ხელშეწყობა, ისტორიის სწავლების გაუმჯობესება
2.2.ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება
2.3.საქართველოს ისტორიის პარალელურად მსოფლიო ისტორიის მოვლენების გაცნობა, გააზრება, კავშირების დადგენისა და ანალიზის უნარების განვითარება.
2.4. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;
2.5 მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.6 ინტელექტუალური, კულტურული, კონკურსების ორგანიზება;
2.7 საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
2.8 საქართველოს სხვადასხვა კუთხეების უკეთ შესწავლა.
2.9 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგებზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კლუბში
გაწევრიანება :
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VII- IX კლასის მოსწავლეები, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4 კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა.
3.5 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.7 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.8 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს.
4.კლუბის
სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ოცი მოსწავლისაა;
4.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგინოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება, აირჩიოს კლუბის წევრებისგან 2 მოადგილე, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება
4.4.კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
4.5.ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.
5. კლუბის მუშაობა
5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში სამჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4 ;
5.3 კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით.
6. კლუბის
ქონება:
6.1 კლუბის ქონება და სახსრები იქმნება:
იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობებით.
6.3 გრანტებით.
6.4 სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.
6.5 კლუბის ქონების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საწესდებო მიზნებისა და საქველმოქმედო საქმიანობის შესასრულებლად
7. კლუბის
რეორგანიზაცია და საქმიანობის
შეწყვეტა:
7.1 კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით და კანონით დადგენილი წესით.
7.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება:
7.3 საერთო კრების გადაწყვეტილებით
7.4 მიზნების მიღწევის შემთხვევაში.
8. დასკვნითი
დებულება:
8.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.
8.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий