пятница, 29 декабря 2017 г.

პროექტი "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები"

X შეხვედრა- 16.12. 2017

პროექტის დაწყების წინ მოსწავლეებს დავუსვი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი
კითხვები. გავაკეთეთ ჩანაწერები. ინფორმაციის დემონსტაციისათვის ვიმუშავეთ სტრატეგიაზე ,,3,2,1“.

მოსწავლეები დავაჯგუფე. ჯგუფებმა აირჩიეს თემები/საკითხები.
პირველჯგუფს მიეცა ,,უძველესი ქართული წარწერები“. მეორე ჯგუფს  ,,ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრები“, ხოლო მესამე ჯგუფს ,,გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებული ტაძრები“/ტაო-კლარჯეთი/.
პრეზენტაცია, რომ იყოს ეფექტური მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ დამატებითი მასალები, გამოიყენონ ინტერნეტ-რესურსები. სამუშაოს ჯგუფები გააკეთებენ დიდ ფორმატზე. შეფასდებიან პრეზენტაციის რუბრიკით.


XI შეხვედრა - 19  დეკემბერი, 2017 წ.

პრეზენტაციების წარდგენა ,,უძველესი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები“ და ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, რომელშიც მიმოვიხილე საქართველოში არსებული
V-X საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურული ძეგლები“
კლუბის შეხვედრას ესწრებოდა სკოლის სასწავლო ნაწილი ლუბა შამილაძე.



XII შეხვედრა    20 დეკემბერი, 2017 წ.   
პროექტი ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“.

პროექტის შინაარსი:
·    
       მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს V-X  სს.
·     წერილობით აღწერენ  უძველესი ეპიგრაფიკულ ძეგლებს. ასურელი მამების მიერ დაარსებულ მონასტრებს.
·     გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ ტაო-კლარჯეთის ტაძრებს. პროექტის განხორციელების დრო 3 კვირა. საგნობრივი სტანდარტი:ისტ.VII, ისტ. IX. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         რუკაზე აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საეკლესიო და საგანმანათლებლო კერებს და აკეთებს იმ დისციპლინების ჩამონათვალს, რომლებსაც იქ ასწავლიდნენ;

·         წერილობით აღწერს და ახასიათებს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვარი,ნეკრესის ტაძარი,პალესტინის იატაკის წარწერა,წყისი,კუმურდო,ატენისსიონი,იშხანი ხელნაწერები: ოპიზის სახარება , შატბერდის ოთხთავი , ჯრუჭის ოთხთავი, პარხლის ოთხთავი და სხვა.

·         ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ თუ მოსწავლე:
    აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
    გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
    საღი მსჯელობა და აღქმა;
    იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
    პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
    ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
    ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
    დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;

შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
მოსწავლეთა საჭიროება
წინარე ცოდნა-გონებრივი იერიში

შეკითხვების დასმა
ჩანაწერი
პროექტის მსვლელობისას

,,3,2,1“სტრატეგია“-ინფორმაციის დემონსტიტება
ჯგუფური მუშაობა
ურთიერთშეფასება


სქემა
რუბრიკები
კითხვარი
პროექტის დასრულების შემდეგ

პროექტის წარდგენა
თვითშეფასება

პრეზენტაცია
რუბრიკა

·         მოსწავლეებმა შეარჩიეს პროექტის თემა
·         განსაზღვრეს პროექტის მიზნები და შედეგები
·         განსაზღვრეს პროექტის შესრულების ვადები
·         მიუთითეს წყაროები
·         გაეცნენ შეფასების კრიტერიუმებს(ცოდნა, უნარ-ჩვევა, განწყობა-დამოკიდებულება)


 






















             







 


суббота, 2 декабря 2017 г.

პროექტი: ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები’’ V-X სს (2 დეკემბერი)

პროექტის დაწყებამდე: 

მოსწავლეებმა შეარჩიეს პროექტის თემა. განსაზღვრეს პროექტის მიზნები და შედეგები, შესრულების ვადები, ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭირო წყაროები; მოსწავლეებმა იციან შეფასების კრიტერიუმები (ცოდნა, უნარ-ჩვევა, განწყობა- დამოკიდებულება).
I-ეტაპი   მოსწავლეებმა (ანა სამნიძე, თათია დევაძე, ნატა ხარაზიშვილ, ლიკა დავითაძე,
გიორგი დავითაძე)  წარადგინეს პრეზენტაცია ,,ბოლნისის სიონი“ და ,,მცხეთის
 ჯვარი“. მიმოიხილეს ტაძრების ისტორია, წარწერები, მთავარი და მცირე ტაძრები.   

ძირითადი ნაწილი (მიმოხილვა) -  რუკაზე მუშაობა, საქართველოში არსებული საეკლესიო და საგანმანათლებლო კერების V-X სს. ჩაწერა, აღწერა. მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში. 

საშინაო დავალება: ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრები. თითოეულმა ჯგუფმა აირჩია ერთი მონასტერი. ერთი კვირის განმავლობაში მოიძიებენ მასალებს. მოამზადებენ პრეზენტაციას.














                      

среда, 29 ноября 2017 г.

კლუბის წევრების შეხვედრა VI, VII, IX კლასების მოსწავლეებთან

   29 ნოემბერს ახალშენის №1 საჯარო სკოლასთან არსებული ისტორიის კლუბის "გეორგია" წევრი მოსწავლეები ამავე სკოლის VI, VII, IX კლასების მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში შეხვდნენ.


შეხვედრის თემა უძველესი ადამიანის შესახებ შემეცნებითი პრეზენტაციის მოსმენა და ჯგუფური საშინაო დავალების წარდგენა გახლდათ. დავალება გულისხმობდა უძველესი ადამიანების სახეობათაგან ერთის არჩევას. ინტერნეტის ან ლიტერატურის საშუალებით მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ დამატებითი ინფორმაცია, ხოლო ერთი კვირის შემდეგ წარედგინათ უძველესი ადამიანის გარეგნობა, საცხოვრებელი ადგილი, ცხოვრების წესი.


საწყის ეტაპზე თემის შესახებ პრეზენტაცია ისტორიის პედაგოგმა, ფერიდე ოქრაძემ, წარადგინა. შეხვედრის მომდევნო ეტაპზე კი საშინაო დავალება კლუბ 'გეორგიას' პრეზიდენტმა, VII კლასის მოსწავლემ, ანა სამნიძემ წარმოადგინა.

მოსწავლეებს შემდეგი შეხვედრისთვის დავალებად მიეცათ საქართველოში არსებული V-X საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შემდგომში პროექტზე მუშაობა.








четверг, 16 ноября 2017 г.

კლუბის მეშვიდე შეხვედრა - 11 ნოემბერი

 შეხვედრის I ეტაპი- საშინაო დავალების პრეზენტაცია

მოსწავლეებმა წარადგინეს ოჯახის გენეალოგიური სქემა (აღმავალი და დაღმავალი).
სამზარეულო-გართობა-ტანსაცმელი (ეთნოგრაფია).
ექსკურსიის შთაბეჭდილებები (აზრთა ურთიერთგაცვლა, საკუთარი აზრის
ჩამოყალიბების, ანალიზის უნარის განვითარება).


ძირითადი ნაწილი

დავამუშავეთ თემა: უძველესი ადამიანი. ადამიანის წარმოშობა, ჰომინიდები (ასაკი, სიმაღლე, წონა, განსახლების არეალი, საკვები, განსაკუთრებული ნიშნები). მსოფლიო რუკის გამოყენებით აღწერეს ადამიანის მოგზაურობა აფრიკიდან  სხვა კონტინენტისკენ. იმსჯელეს დმანისის აღმოჩენის მნიშვნელობაზე.


საშინაო დავალება

უძველესი ადამიანების სახეობათაგან ერთის არჩევა. ინტერნეტის, ლიტერატურის
საშუალებით მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ და 1 კვირის    შემდეგ წარადგინე ფოტოები/ნახატებით შევსებული მასალა.(გარეგნობა, სახოვრებელი ადგილი, ცხოვრების წესი).












суббота, 4 ноября 2017 г.

კლუბის წევრთა ექსკურსია ქალაქ ბათუმის მუზეუმებში

4 ნოემბერს ჩვენი კლუბის წევრებმა ქალაქ ბათუმში არსებული ორი მუზეუმი მოინახულეს. შემეცნებითი გასვლითი ტურის ფარგლებში ქალაქ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ.

ექსკურსია ხელს უწყობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაახლოებას. იგი აღვივებს ინტერესს სხვადასხვა საკითხის მიმართ და ზრდის სწავლის მოტივაციას. ექსკურსიას საილუსტრაციო ფუნქცია აქვს. ექსკურსიაზე ნანახი და მოსმენილი უკეთ ამახსოვრდებათ მოსწავლეებს.
·         სწავლების თვალსაჩინო მეთოდი- მოსწავლე რეალურ ვითარებაში აკვირდება და სწავლობს გარემოს.
·         ზრდის მოტივაციას.
·         ხელს უწყობს კლასის შეკავშირებას.

მოსწავლეებს სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევები უვითარდება.

ისტორიული დისციპლინების დამუშავების შემდეგ გადავწყვიტე სასწავლო ექსკურსიის მოწყობა. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი მნიშვნელოვანი სამეცინიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია. მუზეუმის საექსოპოზიციო დარბაზებში გამოფენილია ქვის, ბრინჯაოს, რკინის, ანტიკური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და შუა საუკუნეების ხანის არტეფაქტები, რომლებიც ძირითადად საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის აღმოჩენილი.

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მუზეუმი 1908 წლიდან ფუნქციონირებს და 180 ათასი ექსპონატის მქონეა: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები. 














суббота, 28 октября 2017 г.

კლუბის მეხუთე შეხვედრა- ოქტომბერი, 28

I აქტივობა- პრეზენტაციები:

I ჯგუფი- არქეოლოგია, ეთნოლოგია,წყაროთმცოდნეობა. წარადგინა ნატა ხარაზიშვილმა.  პრეზენტაციზე მუშაობდნენ თათია დევაძე, ლუკა მიქელაძე.

II ჯგუფი- ეპიგრაფიკა, დიპლომატიკა, ნუმიზმატიკა, პერალდიკა. წარადგინა ანა სამნიძემ. პრეზენტაციაზე მუშაობდნენ ლიკა დავითაძე, ნინო გეგიძე, გიორგი დავითაძე.

III ჯგუფი-გენეალოგია, ქრონოლოგია, პალეოგრაფია, მეტროლოგია. წარადგინა რეზო
ჯაფარიძემ. პრეზენტაციაზე მუშაობდნენ ალეკო ვართმანიზე, ნათია ზოიძე, რუსლან გაბაიძე.


II-აქტივობა - თემა: ,,ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები".

მოსწავლეებს მიეცათ ტექსტი და წყაროები დასამუშავებლად.

გამოვიყენეთ სტრატეგია: კითხვა-ნიშანთა სისტემა: ,, V "   ,,+"  ,,-" ?".
ეს სტრატეგია ხელს უწყობს მასალის ათვისებას, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და ინფორმაციის  დახარისხების უნარს.


III-აქტივობა- საშინაო დავალება: 

1) ინდივიდუალური პრეზენტაცია "ჩემი ოჯახის ისტორია" [შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა];

  • ოჯახის გენეალოგიური სქემა
  • გერბი (სიმბოლოების ახსნა)
  • ფოტოები და წერილები (ოჯახის ისტორიული წყარო)
  • ინტერვიუ

2) აიღეთ ინტერვიუ წინა თაობის წარმომადგენლების- მშობლების, ბებია-ბაბუების, ხანშიშესული მეზობლებისგან და გამოკითხეთ იმ ყოფისა და ტრადიციების შესახებ, რომლებიც მათ დროს იყო და ამჟამად მივიწყებულია.
"სამზარეულო- გართობა- ტანსაცმელი".