среда, 29 ноября 2017 г.

კლუბის წევრების შეხვედრა VI, VII, IX კლასების მოსწავლეებთან

   29 ნოემბერს ახალშენის №1 საჯარო სკოლასთან არსებული ისტორიის კლუბის "გეორგია" წევრი მოსწავლეები ამავე სკოლის VI, VII, IX კლასების მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში შეხვდნენ.


შეხვედრის თემა უძველესი ადამიანის შესახებ შემეცნებითი პრეზენტაციის მოსმენა და ჯგუფური საშინაო დავალების წარდგენა გახლდათ. დავალება გულისხმობდა უძველესი ადამიანების სახეობათაგან ერთის არჩევას. ინტერნეტის ან ლიტერატურის საშუალებით მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ დამატებითი ინფორმაცია, ხოლო ერთი კვირის შემდეგ წარედგინათ უძველესი ადამიანის გარეგნობა, საცხოვრებელი ადგილი, ცხოვრების წესი.


საწყის ეტაპზე თემის შესახებ პრეზენტაცია ისტორიის პედაგოგმა, ფერიდე ოქრაძემ, წარადგინა. შეხვედრის მომდევნო ეტაპზე კი საშინაო დავალება კლუბ 'გეორგიას' პრეზიდენტმა, VII კლასის მოსწავლემ, ანა სამნიძემ წარმოადგინა.

მოსწავლეებს შემდეგი შეხვედრისთვის დავალებად მიეცათ საქართველოში არსებული V-X საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შემდგომში პროექტზე მუშაობა.








четверг, 16 ноября 2017 г.

კლუბის მეშვიდე შეხვედრა - 11 ნოემბერი

 შეხვედრის I ეტაპი- საშინაო დავალების პრეზენტაცია

მოსწავლეებმა წარადგინეს ოჯახის გენეალოგიური სქემა (აღმავალი და დაღმავალი).
სამზარეულო-გართობა-ტანსაცმელი (ეთნოგრაფია).
ექსკურსიის შთაბეჭდილებები (აზრთა ურთიერთგაცვლა, საკუთარი აზრის
ჩამოყალიბების, ანალიზის უნარის განვითარება).


ძირითადი ნაწილი

დავამუშავეთ თემა: უძველესი ადამიანი. ადამიანის წარმოშობა, ჰომინიდები (ასაკი, სიმაღლე, წონა, განსახლების არეალი, საკვები, განსაკუთრებული ნიშნები). მსოფლიო რუკის გამოყენებით აღწერეს ადამიანის მოგზაურობა აფრიკიდან  სხვა კონტინენტისკენ. იმსჯელეს დმანისის აღმოჩენის მნიშვნელობაზე.


საშინაო დავალება

უძველესი ადამიანების სახეობათაგან ერთის არჩევა. ინტერნეტის, ლიტერატურის
საშუალებით მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ და 1 კვირის    შემდეგ წარადგინე ფოტოები/ნახატებით შევსებული მასალა.(გარეგნობა, სახოვრებელი ადგილი, ცხოვრების წესი).












суббота, 4 ноября 2017 г.

კლუბის წევრთა ექსკურსია ქალაქ ბათუმის მუზეუმებში

4 ნოემბერს ჩვენი კლუბის წევრებმა ქალაქ ბათუმში არსებული ორი მუზეუმი მოინახულეს. შემეცნებითი გასვლითი ტურის ფარგლებში ქალაქ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ.

ექსკურსია ხელს უწყობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაახლოებას. იგი აღვივებს ინტერესს სხვადასხვა საკითხის მიმართ და ზრდის სწავლის მოტივაციას. ექსკურსიას საილუსტრაციო ფუნქცია აქვს. ექსკურსიაზე ნანახი და მოსმენილი უკეთ ამახსოვრდებათ მოსწავლეებს.
·         სწავლების თვალსაჩინო მეთოდი- მოსწავლე რეალურ ვითარებაში აკვირდება და სწავლობს გარემოს.
·         ზრდის მოტივაციას.
·         ხელს უწყობს კლასის შეკავშირებას.

მოსწავლეებს სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევები უვითარდება.

ისტორიული დისციპლინების დამუშავების შემდეგ გადავწყვიტე სასწავლო ექსკურსიის მოწყობა. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი მნიშვნელოვანი სამეცინიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია. მუზეუმის საექსოპოზიციო დარბაზებში გამოფენილია ქვის, ბრინჯაოს, რკინის, ანტიკური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და შუა საუკუნეების ხანის არტეფაქტები, რომლებიც ძირითადად საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის აღმოჩენილი.

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მუზეუმი 1908 წლიდან ფუნქციონირებს და 180 ათასი ექსპონატის მქონეა: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები.