суббота, 28 октября 2017 г.

კლუბის მეხუთე შეხვედრა- ოქტომბერი, 28

I აქტივობა- პრეზენტაციები:

I ჯგუფი- არქეოლოგია, ეთნოლოგია,წყაროთმცოდნეობა. წარადგინა ნატა ხარაზიშვილმა.  პრეზენტაციზე მუშაობდნენ თათია დევაძე, ლუკა მიქელაძე.

II ჯგუფი- ეპიგრაფიკა, დიპლომატიკა, ნუმიზმატიკა, პერალდიკა. წარადგინა ანა სამნიძემ. პრეზენტაციაზე მუშაობდნენ ლიკა დავითაძე, ნინო გეგიძე, გიორგი დავითაძე.

III ჯგუფი-გენეალოგია, ქრონოლოგია, პალეოგრაფია, მეტროლოგია. წარადგინა რეზო
ჯაფარიძემ. პრეზენტაციაზე მუშაობდნენ ალეკო ვართმანიზე, ნათია ზოიძე, რუსლან გაბაიძე.


II-აქტივობა - თემა: ,,ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები".

მოსწავლეებს მიეცათ ტექსტი და წყაროები დასამუშავებლად.

გამოვიყენეთ სტრატეგია: კითხვა-ნიშანთა სისტემა: ,, V "   ,,+"  ,,-" ?".
ეს სტრატეგია ხელს უწყობს მასალის ათვისებას, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და ინფორმაციის  დახარისხების უნარს.


III-აქტივობა- საშინაო დავალება: 

1) ინდივიდუალური პრეზენტაცია "ჩემი ოჯახის ისტორია" [შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა];

  • ოჯახის გენეალოგიური სქემა
  • გერბი (სიმბოლოების ახსნა)
  • ფოტოები და წერილები (ოჯახის ისტორიული წყარო)
  • ინტერვიუ

2) აიღეთ ინტერვიუ წინა თაობის წარმომადგენლების- მშობლების, ბებია-ბაბუების, ხანშიშესული მეზობლებისგან და გამოკითხეთ იმ ყოფისა და ტრადიციების შესახებ, რომლებიც მათ დროს იყო და ამჟამად მივიწყებულია.
"სამზარეულო- გართობა- ტანსაცმელი".













суббота, 14 октября 2017 г.

კლუბის მეოთხე შეხვედრა- ოქტომბერი, 13

ჩვენი კლუბის რიგით მეოთხე შეხვედრაზე ისტორიული წყაროებისა და ისტორიული დისციპლინების განხილვა მოვაწყეთ. გამოვიყენეთ სტრატეგია 'ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე'. მუშაობა მიმდინარეობდა ჯგუფებში.

მომდევნო შეხვედრისთვის პირველ ჯგუფს არქეოლოგია, ეთნოლოგიისა და წყაროთმცოდნეობის შესახებ პრეზენტაციის გაკეთება დაევალა.

მეორე ჯგუფს კი ეპიგრაფიკა, დიპლომატიკა, ნუმიზმატიკისა და ჰერალდიკის წარდგენა ხვდა წილად.

მესამე ჯგუფს გენეალოგია, ქრონოლოგია, პალეოგრაფია და მეტროლოგიის შესახებ დაევალათ პრეზენტაციის წარდგენა.

ჯგუფების სამუშაოების შეფასება პრეზენტაციის რუბრიკის მეშვეობით მოხდება. 









среда, 11 октября 2017 г.

კლუბის აქტივობის მესამე დღე- ოქტომბერი 7, 2017

7 ოქტომბერი, 2017 წ.

1. ქცევის წესების შემუშავება მოსწავლეებთან შეთანხმებით.- I აქტივობა.
2.განვიხილეთ თემა: ,,საქართველოს მხარეები დღეს და ძველად“.II აქტივობა.

რუკაზე მუაობა. მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს რუკაზე
საქართველოს მხარეები ძველად“
დახატეს, გადაიტანეს ფორმატზე. შემდგომ მიცემული ტექსტი დაამუშავეს.(ჯგუფური)
III აქტივობა ,,საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების
გაცნობა. საქართველოს პოლიტიკურ ადმინისტრაციული დაყოფა.შედარება-
შეპირისპირება.(ჯგუფური).



კლუბის აქტივობის მეორე დღე- ოქტომბერი 2, 2017

2 ოქტომბერი, 2017 წ.

ისტორიის კლუბის სახელწოდება ,,გეორგია.“ დევიზი ,,ხედვა მომავლისკენ“.
ჩავატარეთ არჩევნები. კლუბის ლიდერად არჩეული იქნა 10 ხმით, ანა სამნიძე. მოადგილეები: ალეკო ვართმანიძე და რეზო ჯაფარიძე. კედლის გაზეთის
რედაქტორი  ნატა ხარაზიშვილი.
მოსწავლეები გაეცნენ კლუბის წესდებასა და სამოქმედო გეგმის მონახაზს.

შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 7 ოქტომბერს.

вторник, 10 октября 2017 г.

კლუბის აქტივობის პირველი დღე - 19 სექტემბერი, 2017


19 სექტემბერი, 2017 წ.


ისტორიის კლუბში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოსწავლეების მიერ შეივსო განაცხადის ფორმა.(მშობელთან შეთანხმებით).
კლუბში გაწევრიანდა 20 მოსწავლე.VII-IX კლასი.
ისტორიის კლუბის წევრები:
1.      სამნიძე ანა                   VII კლ.
2.      დევაძე თათია              VII კლ.
3.      ზოიძე ნათია                VII კლ.
4.      ვერძაძე ანა                    VII კლ.
5.      ტარიელაძე შოთიკო   VII კლ.
6.      დავითაძე ლიკა           VII კლ.
7.      დიასამიძე ლიზი        VIII კლ.
8.      ვართმანიძე ალეკო      IX კლ.
9.      ხარაზიშვილი ნატა     IX კლ.
10.  ჯაფარიძე რეზო           IX კლ.
11.  დოლიძე მიშიკო          IX კლ.
12.  გორაძე გიგა                  IX კლ.
13.  გაბაიძე რუსლან           IX კლ.
14.  მიქელაძე ლუკა            IX კლ.
15.  დავითაძე გიორგი       IX კლ.
16.  აბაშიძე ეკა                    IX კლ.
17.  შაინიძე ირაკლი         VIII კლ.
18.  გორგილაძე მარიამ    VIII კლ.
19.  გეგიძე ნინო                 VII კლ.
20.  მახარაძე ჯუმბერი       IX კლ.


კლუბის თემები და პროექტები

საკითხები:

1.      საქართველოს მხარეები დღეს და ძველად
2.      ისტორიული წყაროები
3.      ისტორიული დისციპინები(არქეოლოგია,ეთნოლოგია, წყაროთმცოდნეობა,ეპიგრაფიკა,დიპლომატიკა,ნუმიზმატიკა,ჰერალდიკა,გენეალოგია,ვექსილოგრაფია, ქრონოლოგია)
4.      უძველესი ადამიანი
5.      უძველესი სახელმწიფოები(ეგვიპტე,შუმერი, ბაბილონი, აქემენიანური ირანი)
6.      ფინიკიური და ბერძნული კოლონიზაცია
7.      ალექსანდრე მაკედონელი და ელინიზმი
8.      ძველი რომი
9.      ქრისტიანობა- მსოფლიო რელიგია

10.  ვახტანგ გორგასალი და მისი ეპოქა
11.  ანტიკური ხანის ქალაქები(არქეოლოგიური მონაცემებისა და წერილობითი წყაროების მიხედვით)
12.  სამონასტრო ცხოვრება, ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, არქიტექტურა
13.  დავით კურაპალატი, ბაგრატ III, გიორგი მთაწმინდელი
14.  დავით აღმაშენებელი (საშინაო და საგარეო პოლიტიკა)
15.  თამარი და მისი ხანა
16.  გიორგი ბრწყინვალე
17.  ქართული კულტურა და საზოგადოებრივი ცხოვრება XIV_XV სს.
18.  ქართული კულტურა XVI_XVII სს.
19.  ილია და თერგდალეულები
20.  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წწ.
21.  ეროვნული მოძრაობის აღმავლობა
22.  დამოუკიდებელი საქართველო


პროექტები:

1.      ,,სხვა ცივილიზაციების გავლენა წარმართული ხანის საქართველოს რელიგიასა და კულტურაზე“
2.      ,,ქართველი დისიდენტების ცხოვრება და მოღვაწეობა“
3.      ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“
4.      ,,ქრისტიანული და აღმოსავლური კულტურების გავლენა ქართულ კულტურაზე შუა საუკუნეებში“

5.      ,,საქართველო 1921-1991 წლებში“

განაცხადის ფორმა

              განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის


1.     გვარი, სახელი:
2.     კლასი:
3.     რა კითხვები გაგიჩნდათ, ისტორიის კლუბის დაარსების შესახებ ინფორმაცია, რომ გაიგეთ?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.     თქვენი აზრით, როგორ წარმოგიდგენიათ ისტორიის კლუბის მუშაობა?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.     რომელი თემების/საკითხების დამუშავება გსურთ?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.     რომელი აქტივობები გსურს რომ ჩატარდეს?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.     შენი აზრით, კლუბში გაწევრიანება რას მოგცემს? რა უნარ-ჩვევებს შეიძენ?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                                

                                 მოსწავლის ხელწერა:

                                 მშობლის ხელწერა:

понедельник, 9 октября 2017 г.

კლუბის წესდება


ზოგადი დებულებები:
1.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენის #1 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბი ,,გეორგიადაფუძნებულია ფერიდე ოქრაძის მიერ.
1.2. კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
1.3.კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი.
1.4.კლუბის იურიდიული მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის #1 საჯარო სკოლა


2. კლუბის მიზნები და ამოცანები:

2.1ისტორიის ცოდნის დონის გაღრმავების ხელშეწყობა, ისტორიის სწავლების გაუმჯობესება
2.2.ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება
2.3.საქართველოს ისტორიის პარალელურად მსოფლიო ისტორიის მოვლენების გაცნობა, გააზრება, კავშირების დადგენისა და ანალიზის უნარების განვითარება.
2.4. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;
2.5 მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.6 ინტელექტუალური, კულტურული, კონკურსების ორგანიზება;
2.7 საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
2.8  საქართველოს სხვადასხვა კუთხეების უკეთ შესწავლა.
2.9 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგებზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. კლუბში გაწევრიანება :
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VII- IX  კლასის მოსწავლეები, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4 კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა.
3.5 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.7 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.8 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს.
4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:

4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ოცი მოსწავლისაა;
4.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგინოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება, აირჩიოს კლუბის წევრებისგან 2 მოადგილე, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დაამტკიცო სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება
4.4.კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით.
4.5.ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.

5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში სამჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება ევრთა არანაკლებ 3/4 ;
5.3 კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით.

6. კლუბის ქონება:
6.1 კლუბის ქონება და სახსრები იქმნება:
 იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობებით.
6.3 გრანტებით.
6.4 სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.
6.5 კლუბის ქონების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საწესდებო მიზნებისა და საქველმოქმედო საქმიანობის შესასრულებლად

7. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
7.1 კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით და კანონით დადგენილი წესით.
7.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება:
7.3 საერთო კრების გადაწყვეტილებით
7.4 მიზნების მიღწევის შემთხვევაში.

8. დასკვნითი დებულება:
8.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.
8.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.