суббота, 26 мая 2018 г.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერიები


ისტორიის კლუბი ,,გეორგია“ აგრძელებს მუშაობას.

2018 წლის 24 მაისს ჩატარდა პროექტი ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში, მიძღვნილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლის იუბილისადმი.

პრეზენტაციისას გამოყენებული იქნა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საინტერესო, უნიკალური ფოტოები და მათ ხელთ არსებული თემატური, ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული მასალები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას, საშინაო პოლიტიკას,ეროვნულ პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას,კულტურას, პირველი კონსტიტუციის მიღებას,იუნკერთა გმირობას და  წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და ანექსიას.

25 მაისს ჩატარდა ხელვაჩაურის რესურსცენტრის მოსწავლეთა მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით: ,,საქართველოს ისტორიის სისხლიანი ფურცელი(9 მარტი, 9 აპრილი)“. მონაწილეობა მიიღეს კლუბის წევრებმა, ნატალი ხარაზიშვილმა და რეზო ჯაფარიძემ. გადაეცათ სერტიფიკატები.












пятница, 11 мая 2018 г.

ანტიკური ხანის ქალაქები

 აპრილის თვეში კლუბის წევრებთან სამი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრების მანძილზე კლუბის წევრებმა დაამუშავეს თემა: ,,ანტიკური ხანის ქალაქები".  მოსწავლეებმა იმუშავეს ვანის ნაქალაქარზე, არქეოლოგიური მონაცემებისა და წერილობითი წყაროების დამუშავებაზე. მასალა მოსწავლეებმა პრეზენტაციის მეშვეობით წარადგინეს.