пятница, 29 декабря 2017 г.

პროექტი "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები"

X შეხვედრა- 16.12. 2017

პროექტის დაწყების წინ მოსწავლეებს დავუსვი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი
კითხვები. გავაკეთეთ ჩანაწერები. ინფორმაციის დემონსტაციისათვის ვიმუშავეთ სტრატეგიაზე ,,3,2,1“.

მოსწავლეები დავაჯგუფე. ჯგუფებმა აირჩიეს თემები/საკითხები.
პირველჯგუფს მიეცა ,,უძველესი ქართული წარწერები“. მეორე ჯგუფს  ,,ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრები“, ხოლო მესამე ჯგუფს ,,გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებული ტაძრები“/ტაო-კლარჯეთი/.
პრეზენტაცია, რომ იყოს ეფექტური მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ დამატებითი მასალები, გამოიყენონ ინტერნეტ-რესურსები. სამუშაოს ჯგუფები გააკეთებენ დიდ ფორმატზე. შეფასდებიან პრეზენტაციის რუბრიკით.


XI შეხვედრა - 19  დეკემბერი, 2017 წ.

პრეზენტაციების წარდგენა ,,უძველესი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები“ და ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, რომელშიც მიმოვიხილე საქართველოში არსებული
V-X საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურული ძეგლები“
კლუბის შეხვედრას ესწრებოდა სკოლის სასწავლო ნაწილი ლუბა შამილაძე.



XII შეხვედრა    20 დეკემბერი, 2017 წ.   
პროექტი ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“.

პროექტის შინაარსი:
·    
       მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს V-X  სს.
·     წერილობით აღწერენ  უძველესი ეპიგრაფიკულ ძეგლებს. ასურელი მამების მიერ დაარსებულ მონასტრებს.
·     გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ ტაო-კლარჯეთის ტაძრებს. პროექტის განხორციელების დრო 3 კვირა. საგნობრივი სტანდარტი:ისტ.VII, ისტ. IX. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         რუკაზე აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საეკლესიო და საგანმანათლებლო კერებს და აკეთებს იმ დისციპლინების ჩამონათვალს, რომლებსაც იქ ასწავლიდნენ;

·         წერილობით აღწერს და ახასიათებს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვარი,ნეკრესის ტაძარი,პალესტინის იატაკის წარწერა,წყისი,კუმურდო,ატენისსიონი,იშხანი ხელნაწერები: ოპიზის სახარება , შატბერდის ოთხთავი , ჯრუჭის ოთხთავი, პარხლის ოთხთავი და სხვა.

·         ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ თუ მოსწავლე:
    აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
    გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
    საღი მსჯელობა და აღქმა;
    იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
    პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
    ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
    ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
    დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;

შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
მოსწავლეთა საჭიროება
წინარე ცოდნა-გონებრივი იერიში

შეკითხვების დასმა
ჩანაწერი
პროექტის მსვლელობისას

,,3,2,1“სტრატეგია“-ინფორმაციის დემონსტიტება
ჯგუფური მუშაობა
ურთიერთშეფასება


სქემა
რუბრიკები
კითხვარი
პროექტის დასრულების შემდეგ

პროექტის წარდგენა
თვითშეფასება

პრეზენტაცია
რუბრიკა

·         მოსწავლეებმა შეარჩიეს პროექტის თემა
·         განსაზღვრეს პროექტის მიზნები და შედეგები
·         განსაზღვრეს პროექტის შესრულების ვადები
·         მიუთითეს წყაროები
·         გაეცნენ შეფასების კრიტერიუმებს(ცოდნა, უნარ-ჩვევა, განწყობა-დამოკიდებულება)


 






















             







 


суббота, 2 декабря 2017 г.

პროექტი: ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები’’ V-X სს (2 დეკემბერი)

პროექტის დაწყებამდე: 

მოსწავლეებმა შეარჩიეს პროექტის თემა. განსაზღვრეს პროექტის მიზნები და შედეგები, შესრულების ვადები, ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭირო წყაროები; მოსწავლეებმა იციან შეფასების კრიტერიუმები (ცოდნა, უნარ-ჩვევა, განწყობა- დამოკიდებულება).
I-ეტაპი   მოსწავლეებმა (ანა სამნიძე, თათია დევაძე, ნატა ხარაზიშვილ, ლიკა დავითაძე,
გიორგი დავითაძე)  წარადგინეს პრეზენტაცია ,,ბოლნისის სიონი“ და ,,მცხეთის
 ჯვარი“. მიმოიხილეს ტაძრების ისტორია, წარწერები, მთავარი და მცირე ტაძრები.   

ძირითადი ნაწილი (მიმოხილვა) -  რუკაზე მუშაობა, საქართველოში არსებული საეკლესიო და საგანმანათლებლო კერების V-X სს. ჩაწერა, აღწერა. მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში. 

საშინაო დავალება: ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრები. თითოეულმა ჯგუფმა აირჩია ერთი მონასტერი. ერთი კვირის განმავლობაში მოიძიებენ მასალებს. მოამზადებენ პრეზენტაციას.