суббота, 26 мая 2018 г.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერიები


ისტორიის კლუბი ,,გეორგია“ აგრძელებს მუშაობას.

2018 წლის 24 მაისს ჩატარდა პროექტი ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში, მიძღვნილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლის იუბილისადმი.

პრეზენტაციისას გამოყენებული იქნა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საინტერესო, უნიკალური ფოტოები და მათ ხელთ არსებული თემატური, ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული მასალები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას, საშინაო პოლიტიკას,ეროვნულ პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას,კულტურას, პირველი კონსტიტუციის მიღებას,იუნკერთა გმირობას და  წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და ანექსიას.

25 მაისს ჩატარდა ხელვაჩაურის რესურსცენტრის მოსწავლეთა მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით: ,,საქართველოს ისტორიის სისხლიანი ფურცელი(9 მარტი, 9 აპრილი)“. მონაწილეობა მიიღეს კლუბის წევრებმა, ნატალი ხარაზიშვილმა და რეზო ჯაფარიძემ. გადაეცათ სერტიფიკატები.












пятница, 11 мая 2018 г.

ანტიკური ხანის ქალაქები

 აპრილის თვეში კლუბის წევრებთან სამი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრების მანძილზე კლუბის წევრებმა დაამუშავეს თემა: ,,ანტიკური ხანის ქალაქები".  მოსწავლეებმა იმუშავეს ვანის ნაქალაქარზე, არქეოლოგიური მონაცემებისა და წერილობითი წყაროების დამუშავებაზე. მასალა მოსწავლეებმა პრეზენტაციის მეშვეობით წარადგინეს.







понедельник, 26 марта 2018 г.

ვაგრძელებთ მუშაობას ახალ პროექტზე

კლუბის შეხვედრები გრძელდება და ამჯერად უკვე კედლის ახალი გაზეთი დავამზადეთ, რომელზეც საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს ანექსიის შესახებ ინფორმაცია დავიტანეთ. კედლის გაზეთს სახელად 'იუნკრები' დავარქვით.


შეხვედრის მეორე ნაწილში კი გავაგრძელეთ მუშაობა მიმდინარე პროექტზე სახელწოდებით 'სხვა ცივილიზაციების გავლენა წარმართული ხანის საქართველოს რელიგიასა და კულტურაზე'. მოსწავლეები ერ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს სცემენ პასუხებს, ხოლო შემდეგ ინდივიდუალურად იძიებენ დამატებით რესუსრებს.














воскресенье, 28 января 2018 г.

ჩვენი კლუბის სამუშაო ოთახი ახალი სასწავლო რესურსებით განვაახლეთ

27 იანვარს კლუბის წევრებმა განაახლეს შეხვედრები და ამჯერად სასწავლო ოთახი ახალი სასწავლო რესურსებით განაახლეს. 

მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და შეარჩიეს ახალი პროექტის თემა "სხვა ცივილიზაციების გავლენა წარმართული ხანის საქართველოს რელიგიასა და კულტურაზე". 


კლუბის წევრები ახალ პროექტზე მომდევნო ოთხი კვირის მანძილზე იმუშავებენ. მოსწავლეები საჭირო ინფორმაციას ჯერ ინდივიდუალურად მოიძიებენ, ხოლო შემდეგ ეტაპებზე კი ჯგუფურად განაგრძობენ საკვლევ თემაზე მუშაობას.

 








пятница, 29 декабря 2017 г.

პროექტი "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები"

X შეხვედრა- 16.12. 2017

პროექტის დაწყების წინ მოსწავლეებს დავუსვი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი
კითხვები. გავაკეთეთ ჩანაწერები. ინფორმაციის დემონსტაციისათვის ვიმუშავეთ სტრატეგიაზე ,,3,2,1“.

მოსწავლეები დავაჯგუფე. ჯგუფებმა აირჩიეს თემები/საკითხები.
პირველჯგუფს მიეცა ,,უძველესი ქართული წარწერები“. მეორე ჯგუფს  ,,ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრები“, ხოლო მესამე ჯგუფს ,,გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებული ტაძრები“/ტაო-კლარჯეთი/.
პრეზენტაცია, რომ იყოს ეფექტური მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ დამატებითი მასალები, გამოიყენონ ინტერნეტ-რესურსები. სამუშაოს ჯგუფები გააკეთებენ დიდ ფორმატზე. შეფასდებიან პრეზენტაციის რუბრიკით.


XI შეხვედრა - 19  დეკემბერი, 2017 წ.

პრეზენტაციების წარდგენა ,,უძველესი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები“ და ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, რომელშიც მიმოვიხილე საქართველოში არსებული
V-X საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურული ძეგლები“
კლუბის შეხვედრას ესწრებოდა სკოლის სასწავლო ნაწილი ლუბა შამილაძე.



XII შეხვედრა    20 დეკემბერი, 2017 წ.   
პროექტი ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“.

პროექტის შინაარსი:
·    
       მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს V-X  სს.
·     წერილობით აღწერენ  უძველესი ეპიგრაფიკულ ძეგლებს. ასურელი მამების მიერ დაარსებულ მონასტრებს.
·     გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ ტაო-კლარჯეთის ტაძრებს. პროექტის განხორციელების დრო 3 კვირა. საგნობრივი სტანდარტი:ისტ.VII, ისტ. IX. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         რუკაზე აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საეკლესიო და საგანმანათლებლო კერებს და აკეთებს იმ დისციპლინების ჩამონათვალს, რომლებსაც იქ ასწავლიდნენ;

·         წერილობით აღწერს და ახასიათებს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვარი,ნეკრესის ტაძარი,პალესტინის იატაკის წარწერა,წყისი,კუმურდო,ატენისსიონი,იშხანი ხელნაწერები: ოპიზის სახარება , შატბერდის ოთხთავი , ჯრუჭის ოთხთავი, პარხლის ოთხთავი და სხვა.

·         ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ თუ მოსწავლე:
    აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
    გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
    საღი მსჯელობა და აღქმა;
    იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
    პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
    ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
    ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
    დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;

შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
მოსწავლეთა საჭიროება
წინარე ცოდნა-გონებრივი იერიში

შეკითხვების დასმა
ჩანაწერი
პროექტის მსვლელობისას

,,3,2,1“სტრატეგია“-ინფორმაციის დემონსტიტება
ჯგუფური მუშაობა
ურთიერთშეფასება


სქემა
რუბრიკები
კითხვარი
პროექტის დასრულების შემდეგ

პროექტის წარდგენა
თვითშეფასება

პრეზენტაცია
რუბრიკა

·         მოსწავლეებმა შეარჩიეს პროექტის თემა
·         განსაზღვრეს პროექტის მიზნები და შედეგები
·         განსაზღვრეს პროექტის შესრულების ვადები
·         მიუთითეს წყაროები
·         გაეცნენ შეფასების კრიტერიუმებს(ცოდნა, უნარ-ჩვევა, განწყობა-დამოკიდებულება)


 






















             







 


суббота, 2 декабря 2017 г.

პროექტი: ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები’’ V-X სს (2 დეკემბერი)

პროექტის დაწყებამდე: 

მოსწავლეებმა შეარჩიეს პროექტის თემა. განსაზღვრეს პროექტის მიზნები და შედეგები, შესრულების ვადები, ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭირო წყაროები; მოსწავლეებმა იციან შეფასების კრიტერიუმები (ცოდნა, უნარ-ჩვევა, განწყობა- დამოკიდებულება).
I-ეტაპი   მოსწავლეებმა (ანა სამნიძე, თათია დევაძე, ნატა ხარაზიშვილ, ლიკა დავითაძე,
გიორგი დავითაძე)  წარადგინეს პრეზენტაცია ,,ბოლნისის სიონი“ და ,,მცხეთის
 ჯვარი“. მიმოიხილეს ტაძრების ისტორია, წარწერები, მთავარი და მცირე ტაძრები.   

ძირითადი ნაწილი (მიმოხილვა) -  რუკაზე მუშაობა, საქართველოში არსებული საეკლესიო და საგანმანათლებლო კერების V-X სს. ჩაწერა, აღწერა. მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში. 

საშინაო დავალება: ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრები. თითოეულმა ჯგუფმა აირჩია ერთი მონასტერი. ერთი კვირის განმავლობაში მოიძიებენ მასალებს. მოამზადებენ პრეზენტაციას.